საღამო, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ!
11 ივნისს 19 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ნანა ცინცაძის წიგნების პრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო. საღამოში მონაწილეობენ ქართული ესტრადისა და თეატრის ვარსკვლავები.
„საღამო თავიდან ბოლომდე სიყვარულით იქნება გაჯერებული. მაყურებელს ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის. ქართული ესტრადის ვარსკვლავები შეასრულებენ ჩემს ტექსტებზე ამღერებულ სიმღერებს. ლექსებს წაიკითხავენ მსახიობები: ზურა ყიფშიძე, მარინა კახიანი, მაკა შალიკაშვილი.. . მთავარი თემა სიყვარული იქნება, სიყვარულით ვისაუბრებთ ერთმანეთთან. მე ჩემი სიტყვა ლექსებით ვთქვი, რომელიც მკითხველმა გაითავისა და საკუთარი თავი დაინახა... ერთმანეთს ასე ვუნაწილებთ სიყვარულს!“ - ამბობს ივერიონთან საუბარში ნანა ცინცაძე ნანა ცინცაძე.