სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს

სახალხო დამცველი შს მინისტრს მიმართავს

   ჟურნალისტი გელა მთივლიშვილის განცხადებით შსს კახეთის სამხარეო სამმართველომ უარი უთხრა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე , ამ ფაქტს სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და  შს მინისტრს მიმართა.

   "შსს კახეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ უარი განუცხადა  საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორს გელა მთივლიშვილს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე - საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოს შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გარანტირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, რამაც გამოიწვია მოქალაქე გელა მთივლიშვილის კანონისმიერი უფლებების ხელყოფა"-ამბობს უჩა ნანუაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: