სანდრო ბრეგაძე:-"ნაცების ხელისუფლება თავისი სისასტიკით მხედრიონის უარესი დანაშაულებრივი კლანი გახლდათ"

სანდრო ბრეგაძე:-"ნაცების ხელისუფლება თავისი სისასტიკით მხედრიონის უარესი დანაშაულებრივი კლანი გახლდათ"

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებას, რომ დათო ცინდელიანი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის  მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა, სხეულზე თოკი შეაბა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო სოციალური ქსელით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა.

   -"უპატიოსნესი ქართველი ვაჟკაცის დათო ცინდელიანის მკვლელობის გახსნამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნაცების ხელისუფლება თავისი სისასტიკით მხედრიონის დარი და უარესი დანაშაულებრივი კლანი გახლდათ. მკვლელების ბანდა-მოკლედ ესე შეიძლება უწოდო ამ საშინელ წარმონაქმნს. ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ნაცებში იყვნენ, არიან, შესაძლოა არ იცოდნენ და არ მიუღიათ მონაწილეობა შამათავას მსგავსად, საშინელებებში, არის ის, რომ გაემიჯნონ ნაცბანდას, სახალხოდ მოიხადონ ბოდიში და ამითი დაადასტურონ რომ არ არიან ამ მკვლელობების თანამონაწილენი. ე.წ. "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე სრული ანომალიაა!"-წერს ბრეგაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: