ნინო ბურჯანაძე:-"სამტრედიაში ზეწოლების სერია გრძელდება!"

ნინო ბურჯანაძე:-"სამტრედიაში ზეწოლების სერია გრძელდება!"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ" სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამტრედიის შტაბის წევრების მიმართ ზეწოლა ხორციელდება. ზეწოლების ამსახველი ფაქტები კოალიციისს წარმომადგენლების თქმით უკვე გადაეცა შესასწავლად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მრჩეველს, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს  ტობიას ტიბერგს.

    "4 ივნისს, დილის 8:00 საათზე გატეხილია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მთავარი სამუშაო ოფისი. რის შემდეგაც გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ოფისის გატეხვის დროს გატანილია პლაკატები, რომლებიც სხვა პოლიტიკური სუბიექტების პლაკატებზე იქნა გადაკრული, რაც აშკარა პროვოკაციაა.

   ამავე დღეს ზეწოლის შედეგად, ერთსა და იმავე დროს, დღის 15:00 საათზე კანდიდატურა მოხსნა "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სამმა კანდიდატმა  N.54 ოლქის 18, 19, 20, 21, 23, 48 უბნებზე.

  6 ივნისს გამგებლობის კანდიდატ მამუკა მხეიძესთან ღამის საათებში მივიდა უნომრო ავტომანქანა ოთხ ზონდერთან ერთად და მოსთხოვეს დაეტოვებინა ქალაქი. დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მდინარე რიონის ნაგავსაყრელთან სასტიკად გაუსწორდებოდნენ.

  გარდა ამისა, შტაბის წევრებზე მიმდინარეობს თვალთვალი ორი საეჭვო ტიპის ავტომანქანის მიერ, რომლის ნომრებია: ADM-671 და DშP-021, სავარაუდოდ ავტომანქანები ეკუთვნის შ.ს.ს-ს."

    ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევის ფაქტებზეც ითხოვს საზოგადოების და შესაბამისი სტრუქტურების ყურადღებას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: