დემურ გიორხელიძე: ,,საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება უბედურების მეტს არაფერს მოიტანს!“

დემურ გიორხელიძე: ,,საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება უბედურების მეტს არაფერს მოიტანს!“

,,ივერიონს“ ესაუბრა ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე


-ბატონო დემურ, რატომ გადაიფიქრა აშშ-მ საქართველოსა და უკრაინაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსება?


-არა მგონია, აშშ-ს როდესმე სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, უკრაინასა და საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგება, რადგან, ბუნებრივია, ეს რუსეთის დიდ წინააღმდეგობას და დაძაბულობას შექმნიდა.
 თუმცა, ამაზე საუბარი უფრო რუსეთზე ზეწოლის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობდა მუდამ...
ცხადია, ასეთი სერიოზული ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს მწვავე რეაქციას გამოიწვევდა... ახლა, მით უფრო, რადგან უკრაინის კრიზისმა ძალზე დაძაბა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის... სწორედ საფრთხის მასშტაბი უკარნახებს მსოფლიო პოლიტიკის მთავარ მოთამაშეებს გონივრულობის საზღვრებში იმოქმედონ.

-რა საშიშროებას წარმოადგენს ის საქართველოსთვის და რატომ არის სარისკო აშშ-სთვის?

-საქართველოსთვის ასეთი სისტემების განლაგება, ცხადია, საშიშია, ,რადგან, ამ შემთხვევაში, საქართველოზეც იქნება დამიზნებული ძალზე სერიოზული სიტემები... დიდი კონფლიქტის შემთხვევაში, ეს უბედურების მეტს არაფერს მოიტანს...
რაში სჭირდება საქართველოს  სასტიკი გამანადგურებელი იარაღის მიზნად ყოფნა?! რისკია ეს ამერიკელებისთვის, რადგან, განლაგების შემთხვევაში, არსებობს სერიოზული საფრთხე პროვოკაციებისა და მუდმივი საშიშროებისა... ამერიკელები გონიერი ხალხია და იმაზე მეტს არასდროს გარისკავენ, რამდენიც ზღვრულად მისაღებია!!!

-რას უკავშირდება ლარის კურსის 1.772-დან მოულოდნელად 1.7601-მდე ვარდნა და დაიწყება თუ არა ,,საზაფხულო ეკონომიკური კრიზისი"?

-არაფერს არ უკავშირდება - ჩვეულებრივი სპეკულაციური თამაში იყო ხალხის ჯიბის ხარჯზე, - უკვე მერამდენედ!!!


-რამდენად წაადგება საქართველოს NDI-ის მიერ ათანაბარ და არაკონკურენტულ გარემოდ შეფასებული არჩვენებისწინა დღეები ევროპულ არენაზე?


-საქართველოს NDI-ის მიერ ათანაბარ და არაკონკურენტულ გარემოდ შეფასებული არჩვენებისწინა დღეები ევროპულ არენაზე არც წაადგება და არც დააზიანებს.
... მაგრამ ამ ორგანიზაციის გამკვირვებია: 10 წელი ნაცმოძრაობის და სააკაშვილის "გამთეთრებლები" იყვნენ და ახლა, გაცილებით უკეთეს პირობებში, განგაშს ტეხს... არ მჯერა მე ამ ე.წ. NDI-ს.

-თქვენი აზრით, რა გახდა იმამკულიევის გამართლების მიზეზი და, ამ ბოლო დროს, ხშირად რატომ ,,ცდებიან" საქართველოში ,,მბრალმდებლები" ?

-იმამკულიევის გამართლების მიზეზები არ ვიცი, მაგრამ პირადად არ მომწონს კანდიდატების იძულებით მოხსნის პრაქტიკა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ეს ყოველთვის წამგებიანი პოლიტიკური საქციელია, არაჯანსაღი... პოლიტიკა კი ისეთი რამეა, რომ ასეთ პატარ-პატარა შეცდომებსაც "მბრალმდებლებისთვის" ცუდი შედეგი მოაქვს...
ეს არის მცდელობა გაიმარჯვო ნებისმიერი გზით!!!
ანუ, ეს არის ქართული პრაქტიკა,რომელიც ბოლო 20 წელია (1995 წლიდან!) საქართველოში ჩამოყალიბდა!

ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: