რითი აკვირვებს "ოცნება" აკაკი ასათიანს?
ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კლიმატი მთლიანობიაში შეიცვალა, ხალხს არ ეშინია თავისი აზრის გამოთქმის, მისივე თქმით წინ გადადგმული ნაბიჯები არის ჯანდაცვაშიც და სოფლის მეურნეობაშიც. ასათიანის თქმით, "ოცნება" ჯერ ვერ გამოვიდა ოპოზიციონერის როლიდან და ვერ ახერხებს თუნდაც მისი გაკეთებული საქმეების აფიშირებას, თუმცა აცხადებს, რომ არის გაუგებარი ნიუანსებიც.
-"მიკვირს "ოცნების" მინუსი, თავის გაკეთებულსაც ვერ ლაპარაკობენ, ხალხამდე სათქმელი სწორი ფორმით ვერ მიაქვთ, "ოცნება" ხაზს ვერ უსვამს თავის მიღწევებს. ალბათ ისინი მზად არ იყვნენ გამარჯვებისთვის და ვერ ახერხებენ თუნდაც გაკეთებული კარგი საქმეების ხალხამდე დროულად და ხმამაღლა მიტანას. მთავარია ახლა არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს, მაგრამ არ შეიძლება დავუშვათ აფხაზეთსა და ოსეთში პროცესების თავისუფლად მიშვება, რადგან ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგვცეს. არ შეიძლება ამაზე გაჩუმება მხოლოდ სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით".
ასათიანის თქმით ის ისევ რჩება ხელისუფლების მხარდამჭერად, მაგრამ ამბობს, რომ "ოცნება", რომელიც ხალხის მხარდაჭერით მოვიდა, სამწუხაროდ მოწყდა ხალხთან კონტაქტს და ეს სულ რაღაც წელიწადნახევარში მოახერხა. ასათიანის თქმით წინასაარჩევნო პროცესები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, მაგრამ ლიდერი მაინც "ქართული ოცნება" რჩება.
-"ცენტრალურ ხელისუფლებაში ყველა შემთხვევაში დარჩება "ოცნება", მაგრამ მაინც არ ექნება ისეთი დიდი მხარდაჭერა, როგორც ადრე. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ჩავატაროთ ეს არჩევნები და შევუდგეთ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას.