ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

   ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა. ბრაზილია ზეიმისთვის დიდი ხანია ემზადება. როგორც უცხოური პრესა იუწყება, ფეხბურთის ფანები ქალაქების ქუჩებს ორიგინალურად აფორმებენ. ფანებმა სან პაულოსა და რიო დე ჟანეიროში შენობების უზარმაზარ კედლებსა და ავტოფარეხის კარებზე საყვარელი ფეხბურთელები გამოსახეს.

   ჩემპიონატი ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებები თამაშით გაიხსნება. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშებაა, რომელიც ბრაზილიაში ტარდება, ხოლო ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ იმართება. ქვეყანამ პირველად 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. არგენტინა 1978-ის შემდეგ, 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იქნება.

   ჩემპიონატი 13 ივლისს, ფინალური მატჩით, "მარაკანას" სტადიონზე დასრულდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: