ცსკ 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 15 ივნისს 08:30 საათიდან 2 საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
"24-საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად, ყველას შეეძლება არჩევნებთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ პასუხის მიღება"-აცხადებენ ცესკო-ში.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი ასეთია: 08:30 საათზე, 10:30 საათზე, 12:30 საათზე, 15:30 საათზე, 17:30 საათზე და 20:30 საათზე. ამასთან, განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.