ირაკლი ღარიბაშვილმა თომას ჰამარბერგთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მან, თომას ჰამარბერგს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის, მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სამოქმედო გეგმის იმ დეტალებს, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.