ირაკლი ღარიბაშვილი: რეალობაა, რომ რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიით დაინტერესებული არ არის!

ირაკლი ღარიბაშვილი: რეალობაა, რომ  რუსეთი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიით დაინტერესებული არ არის!

ჩემი და ჩვენი გუნდის თითოეული ქმედება და განცხადება მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და გაძლიერებისკენ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს BBC-ის ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუმარტა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების თითოეული სიტყვა  ასჯერ გაზომილია და მიმართულია მხოლოდ სახელმწიფოს გაძლიერებისკენ.

"ნაკლებად მაინტერესებს, რას იფიქრებს ოპოზიცია. ჩემთვის მთავარია, რას იფიქრებს მოსახლეობა და როგორ იქნება ჩვენი ხალხი. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ ქვეყანა და პასუხისმგებელი ვართ ამომრჩევლის წინაშე. ერთი რელობაა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მეორე ის, რომ რუსეთი ამ რეგიონების ანექსიით დაინტერესებული არ არის",-აღნიშნა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა წინასაარჩევნო გარემოს გაუარესების შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე.

პრემიერის შეფასებით, დღეს საქართველოში რეალური დემოკრატიაა.

" სულ რაღაც 18 თვეში შევძელით ის, რომ დღეს საქართველოში რეალური დემოკრატიაა. ის, რა ბრალდებებიც მოდის ოპოზიციისგან, სრული სიცრუეა. დაგვისახლონ ერთი ფაქტი,რომელზეც არ არის საქმე აღძრული. ყველა აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. დასახელებული 80 ფაქტიდან 76 საერთოდ არ დადასტურდა. "ნაციონალურ მოძრაობას" წინასწარ ჰყავდა შერჩეული ისეთი კანდიდატები, რომლებიც მოხსნიდნენ კანდიდატურებს და ატეხდნენ აჟიოტაჟს, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა. ეს არის მტკნარი სიცრუე და ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავე პასუხს აგებს. მივმართავ ყველას, საერთაშორისო თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლონ ეს ფაქტები, რომ ერთი კითხვაც არ დარჩეს. ამომრჩეველს მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული არჩევნებისკენ",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.     

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: