კახა კუკავა:-"მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო"

კახა კუკავა:-"მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო"

   "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვით, კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის 80 ფაქტიდან 75-ში ზეწოლა არ დაადასტურდა.

   -"მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. ღარიბაშვილისა და ჭიკაიძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არ შეიძლება, იძიებდეს ბადაშვილი, რადგან ეს არის ერთი და იგივე კლანი. მე ვთავაზობ ხელისუფლებას, ამ საქმეებზე გამომძიებელ პროკურორად დავნიშნოთ კახი კახიშვილი, მან გამოიძიოს 80-ვე საქმე და შემდეგ ვნახავთ, როგორ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი. ეს ხორციელდებოდა პირდაპირ "კოზა ნოსტრას" მეთოდებით, "ქართული ოცნება" იქცევა, როგორც სიცილიური მაფია"-გამაცხადა კუკავამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: