,,მსოფლიო ლიდერი ქვეყნები და გლობალური სამყარო "

,,მსოფლიო ლიდერი ქვეყნები და გლობალური სამყარო "

   ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგის ინგა თათელიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე ,,მსოფლიო ლიდერი ქვეყნები და გლობალური სამყარო ".

   მოსწავლეებმა მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაამუშავეს საკონფერენციო თემები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებზე და გააცნეს დამსწრე საზოგადოებას მათივე მომზადებული სლაიდების თანხლებით.კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია,რომელშიც აქტიურად ჩაებნენ სკოლის მოსწავლეები. მათ შეძლეს დაეხასიათებინათ გლობალიზაციის პროცესი სივრცე–დროითი ასპექტი. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იმსჯელენ პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე. გააცნობიერეს ლიდერი ქვეყნების ინტერესები მსოფლიოში,მათი საგარეო სტრატეგიები და პრიორიტეტები.ასევე იმსჯელენ ამ ქვეყნების ეკონომიკასა და გლობალურ ბაზარზე.

   კონფერენციაში მონაწილეობდნენ სკოლის მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეები: ანანო სირაძე, ანა კორძაძე, გიორგი ძნელაძე, ცოტნე კოხრეიძე, მარიკა დანელია, დავით სანაძე, ლანა სირბილაძე, ხატია ხორგუაშვილი, ევა თავაძე, ზაზა ორმოცაძე, ლანა ლაშქარეიშვილი, მარიამ ბუცხრიკიძე.

   კონფერენცია აქტუალური თემიდან გამომდინარე საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე მასწავლებლებისათვისაც.

დავით ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: