"ხელისუფლება ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ"

"ხელისუფლება ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ"

კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

    "კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნას აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.

   ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი.

    აქამდე ყველა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ამას აყენებდა სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღალა, რაცხელს უწყობდა ქვეყანაში, საზოგადოებაში დაბალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას.

   იმის ნიშნად, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოებრივი თანხმობა და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ვქმნით პრეცენდენტს, როდესაც ხელისუფლება თავად ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ"-აღნიშნულია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: