მეწყერის გამო უფასო მატარებელი დაინიშნა
რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოწოლის გამო შექმნილ პრობლემებთან და ტრანსპორტის შეფერხებით მოძრაობასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს.
მგზავრების შეუფერხებლად გადასაყვანად მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 21:00 საათზე, ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით კი 00:00 საათზე გავა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მატრებელი მგზავრებს შექმნილ სიტუაციაში უსაფრთხო გადაადგილებაში დაეხმარება.