გიორგი მარგველაშვილი:-"ფრთხილად მოვექცეთ ჩვენს იმიჯს"
არჩევნებამდე 2 დღე დარჩა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, იფიქრონ და გაუფრთხილდნენ ქვეყნის იმიჯს, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ შექმნა. ის დარწმუნებულია, რომ იქნება არჩევნების პოზიტიური შეფასება და აცხადება:
-"დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე გვექნება პოზიტიური შეფასება. გაიმარჯვებენ პოლიტიკური ძალები, მაგრამ პირველ რიგში, გაიმარჯვებს ქვეყანა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ შეიძლება, რაიმე ტიპის გადაცდომა იყოს არჩევნებში, მინდა, მათ მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილად მოექცნენ იმ იმიჯს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ შევქმენით საქართველოზე. ბუნებრივია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ და არჩევნებზე გავამტკიცებთ ამ იმიჯს. დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესი, რომელიც 2012 წელს დაიწყო, კიდევ უფრო განმტკიცდება 2014 წელს".