საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება - იწყება!

საჯარო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება - იწყება!

   იმ კანდიდატებისათვის, რომლებმაც 2014 წლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის პირველი ნაწილი -ტესტირება - გაიარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და წარმატებით გადალახეს, გასაუბრება ჩატარდება 2014 წლის 18 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროში. (მის: ბათუმი, ლ.გუდიაშვილის N4)

   იმ კანდიდატებისათვის, რომლებმაც 2014 წლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების  ეტაპის პირველი ნაწილი -ტესტირება- გაიარეს თბილისსა და სხვა რეგიონებში და წარმატებით გადალახეს ტესტირება, გასაუბრება ჩატარდება  2014 წლის 17 ივნისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის N52)

   დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: