სასწავლო წელი სავარაუდოდ 15 სექტემბერს დაიწყება!
,,სასწავლო წლის პროცესი ყველა საჯარო სკოლაში დღეს დასრულდება. გამონაკლისი არც ართი სკოლა არ იქნება. მენინგიტის ვირუსის გამო გადადებული სწავლის შდეგად გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდათ მოსწავლეებს.
რა შეეხება გასულ წელს დარიგებულ სახელმძღვანელოებს, მათი დაბრუნების პროცესი ხვალ დაიწყება. ახალ სახელმძღვანელოებს კი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს მიიღებენ.
სასწავლო წელი, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს დაიწყება" - აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.