ერაყში მოქალაქეთა სრული ევაკუაცია გამოცხადდა

ერაყში მოქალაქეთა სრული ევაკუაცია გამოცხადდა

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ერაყში განვითარებული მოვლენების გამო თავი შეიკავონ აღნიშნულ სახელმწიფოში გამგზავრებისგან. იქ მყოფ მოქალაქეებს კი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.  სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

   -"როგორც ცნობილია, 2014 წლის 6 ივნისიდან მოყოლებული ერაყის ნინევას პროვინციის ჩრდილო-დასავლეთში უკიდურესად დაიძაბა ვითარება. ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად ტერორისტულმა დაჯგუფება  Iსლამიც შტატე ოფ Iრაქ ანდ Lევენტ (IშIL) ხელში ჩაიგდო ქ. მოსული, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია. ამ ეტაპზე ამბოხებულები მიიწევენ სალაჰ ედ-დინის პროვინციისკენ. დაწყებულია მოქალაქეთა სრული ევაკუაცია.

    ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ პარლამენტს მიმართა თხოვნით, გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობას დაურიგდეს იარაღი, რათა მათ თვითონ შეძლონ ამბოხებულებთან გამკლავება.

    საქართველოს მოქალეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს, რომელიც ასევე აკრედიტებულია ერაყის რესპუბლიკაში, ცხელი ხაზის ნომერზე + 962 797299799".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: