ალო, თელასია?! მესამე მასივი უშუქობისგან „იწვის“!
ამ წუთებში „ივერიონში“ აღშფოთებულმა მოქალაქეებმა დარეკეს მე-3 მასივიდან და გვთხოვეს ოპერატიულად გამოვაქვეყნოთ შემდეგი ინფორმაცია:
„უკვე მეხუთე დღეა მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მცოცავი გრაფიკით მოგვეწოდება ელექტრო-ენერგია - მოვა, გამოირთვება, მოვა, გამოირთვება - სტაბილურად მხოლოდ შუადღეს გვაქვს, საღამოს 6 საათიდან რომ გაითიშება, არც კი ვიცით, დილის რომელ საათზე აინთება „ილიჩის“ ნათურა. მოკლედ, დავიტანჯეთ!... წარმოიდგინეთ, ეს ხდება არჩევნების წინა დღეებში. თუ „თელასმა“ საჩქაროდ არ მიიღო ზომები, დღესვე ქუჩას გადავკეტავთ.
არ გვესმის რა ჭკუაზეა „ქართული ოცნება“ - ეტყობა არჩევნებზე ჩვენი ხმა არ სჭირდებათ. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, ყველანაირ გამწვავებას არ მოვერიდებით!“
გვიკვირს ნამდვილად. რაც „ნაციონალებმა“ კარგი გააკეთეს, ეს ელექტროენერგიის 24-საათიანი მომარაგება იყო. შეიძლება სარემონტო სამუშაოების გამო უბანი გამოირთოს, მაგრამ, ისედაც გამწარებული ხალხის ნერვებზე თამაში ბუმერანგივით ისევ ხელისუფლებას დაუბრუნდება!
ალო, თელასია?! მესამე მასივი უშუქობისგან „იწვის“! ჩააქრეთ ხანძარი!