თეა წულუკიანი:-"ჩვენ შევძელით მთლიანად გაგვემიჯნა პარტია სახელმწიფოსგან"

თეა წულუკიანი:-"ჩვენ შევძელით მთლიანად გაგვემიჯნა პარტია სახელმწიფოსგან"

   უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, საერთო ჯამში ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით წინასაარჩევნო ტემპერატურა დაწეულია. 

   -"საქართველოს საჯარო მოხელეებმა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე გაითავისეს ის, რომ პარტია და სახელმწიფო არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ და ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, რომლებიც მაინც შეინიშნებოდა წინასაარჩევნო პერიდში, ჩვენ შევძელით, პრაქტიკულად მთლიანად გაგვემიჯნა პარტია სახელმწიფოსგან. საჯარო მოხელეებმა დღეს იციან და ეს არის ამ კომისიის მთავარი მიზანიც, რომ საჯარო სამსახური იყოს ნეიტრალური, პოლიცია – დეპოლიტიზებული, საჯარო მოხელეები ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ამ ეტაპზე შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ამ კომისიამ, მინისტრებმა თავიანთი ბრძანებებით შევძელით და საჯარო მოხელეები გავხადეთ ნეიტრალურები, ჩავაყენეთ არა პარტიის, არამედ სამშობლოს სამსახურში. რაც შეეხება სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც შემოდის, მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ტემპერატურა არის მომატებული იმის გამო, რომ ჩვენ გვყავს რამდენიმე ათასი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატი და 13 000-ზე მეტი კანდიდატი პარტიული სიით. ეს არის კანდიდატების უზარმაზარი ჯგუფი. ის 153 განცხადება, რომელიც არის კომისიაში შემოსული, რა თქმა უნდა, არის სერიოზული განხილვის საგანი, მაგრამ კომისიის წევრების ჩართულობით სახელმწიფომ შეძლო, რომ ტემპერატურა ყოფილიყო უფრო დაბალი, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო უყურადღებო მთავრობის პირობებში"-განაცხადა უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომის გახსნისას წულუკიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: