"არ შევეგუებით გაყალბებას"-ლეიბორისტების გამაფრთხილებელი მსვლელობა
დღეს 15:00 საათზე რუსთაველის ძეგლთან "ლეიბორისტული პარტიის" წევრები შეიკრიბნენ. მათ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის ძეგლიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
აქციის მონაწილეების თქმით ეს არის მშვიდობიანი და გამაფრთხილებელი მსვლელობა გაყალბების წინააღმდეგ.
-"ჩვენ არ შევეგუებით "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებას, არ შევეგუებით თავიანთ თავზე მორგებულ საარჩევნო კოდექსს და არ შევეგუებით გაყალბებას"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.