რა საიდუმლო სქემები აქვთ ,,ნაციონალებს" და როგორ ,,ინაშთება" თბილისის მერია
,,ივერიონს" ერთგული მკითხველი დაუკავშირდა და სკანდალური ინფორმაცია გაანდო, თუმცა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
,,ახალ ხელისუფლებას ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევით ყველაზე დიდი პრობლემა გადაჭრა საქართველოში.
მიხვალ საავადმყოფოში, მომსახურების 70%-ს დაგიფინანსებენ და არ გეშინია სიკვდილის.
რამდენიმე დღის წინ ჩემს ვაჟს 880-ლარიანი ოპერაცია დასჭირდა. 426 ლარი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში დამიფინანსდა, მაგრამ თანხის ნაწილი, 454 ლარი, მე უნდა გადამეხადა.
მივდექი-მოვდექი და შემთხვევით შევხვდი ,,ნაციონალური მოძრაობის" აგიტატორს, რომელმაც ამავე პარტიიდან საკრებულოს წევრობის კანდიდატთან მიმიყვანა, რომელსაც კაბინეტში შევხვდი ფარულად.
მან ამისხნა საქმის ვითარება და მითხრა, რომ 454 ლარს იმ შემთხვევაში დამიფინანსებდა, თუ 5 ამომრჩეველს მივუყვანდი.
უპირობოდ დავთანხმდი.
როცა კაბინეტიდან გამოვედი, აგიტატორმა გუდას პირი მოხსნა და ახლობელივით გამესაუბრა:
სააკაშვილის დროს ჯანდაცვა და მერია შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ავადმყოფებს არ ეხმარებოდნენ და მკურნალობას თითქმის არ უფინანსებდნენ, იმ თანხებს კი სხვა საქმეს ახმარდნენ.
,,ქვემდგომთაგან" მხოლოდ ,,ნაციონალების" კოორდინატორებს ჰქონდათ 10 000- ლარიანი დაზღვევა და მათ უნაზღაურებდნენ უკლებლივ.
ერთი სიტყვით, ძალიან დიდი თანხაა მერიაში და ვიდრე იქ ახალი მერი შევა, ეს თანხები უნდა ,,გავნაშთოთ" და ,,გავწეროთ".
საკრებულოს წევრობის კანდიდატის დავალებით, ამომრჩეველს, შეხვედრის შემდეგ, ვეკითხებით, სჭირდება თუ არა მკურნალობის დაფინანსება და ვეხმარებით, თან იმ თანხებსაც ,,გზას ვუძებნით".
,,კიკვიძის ბაღის" გასართობ ცენტრად გადასაკეთებელი თანხის ,,გაქრობა" მოახერხა მერიამ, მაგრამ კიდევ არის თანხა, რომელიც ახალ მერს იქ არ უნდა დახვდეს.
უკვე უამრავ პენსიონერს დავეხმარეთო".- გვწერს ანონიმი ავტორი და დასძენს:
,,ერთი თვის წინ ჩემი ფეხმძიმე მეზობელი ეახლა ამ კანდიდატს. მან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა ჩააწერინა საბუთებში და ჩეკიც გამოაწერინა. მეზობელმა უფასოდ, გართულების გარე, ჩვეულებრივ იმშობიარა და ჩეკში ჩაწერილი თანხაც გაანაღდგა, ცოტა ,,იმასაც"არგუნა.
ასეა, ვიდრე ჯერ კიდევ შეუძლია მერიას და გამგეობას, ფულს აკეთებენ, ამომრჩევლის გულსაც იგებენ და ,,ზედმეტად" მიჩნეულ თანხებსაც ,,ნაშთავენ".
მე დავით ნარმანიასაც შევხვდი ამ საქმეზე და მან დახმარება მერად არჩევის შემთხვევაში აღმითქვა. ის კარგი პიროვნებაა, რადგან არც კანონს არღვევს და არც ინკოგნიტოდ აკეთებს რამეს".