ირაკლი ღარიბაშვილი:-"ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ იქნება დასჯილი"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ იქნება დასჯილი"

   "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია საზეიმოდ დაიხურა. დახურვაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, რომ თითოეული მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული და არჩევნების დღეს სიმშვიდე შენაჩუნებული. მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლა მოუწოდა და 2012 წლის ოქტომბერში დაწყებული გამარჯვების დაგვირგვინების პირობა მისცა.

   -"ჩვენი ვალია ჩავატაროთ რეალურად თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომლის შედეგების სამართლიანობაში ეჭვი არავის შეეპარება. ჩვენ ამის პირობას გაძლევთ! თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული! დღეს ყველას აქვს საშუალება გაანალიზებული და დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთოს, საკუთარი მოსაზრებისა სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მისი ურყევი ნებაა"–აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: