ნათია გაგიშვილი:-"პირად ამბიციაზე მეტად ხალხზე ზრუნვაა მნიშვნელოვანი"

ნათია გაგიშვილი:-"პირად ამბიციაზე მეტად ხალხზე ზრუნვაა მნიშვნელოვანი"

   ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო ბლოკიდან "თვითმმართველობა ხალხს" ნათია გაგიშვილმა ისნის საარჩევნო ოლქის ნავთლუხის 05/09 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატურა კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატის ზურაბ ნეფარიძის სასარგებლოდ მოხსნა.

   -"ამ გადაწყვეტილებას პარტიის ხელმძღვანელობაში გაგებით შეხვდნენ და მიაჩნიათ, რომ პირად ამბიციაზე მეტად ხალხზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია.ზურაბ ნეფარიძე არის ღირსეული პიროვნება, მისი ცოდნა და გამოცდილება ნამდვილად საჭიროა ქალაქის საკრებულოში"- აცხადებს ნათია გაგიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: