დარიალში დროებითი საავტომობილო გზა იხსნება
დარიალში დროებითი საავტომობილო გზა იხსნება. ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ხეობაში მიმდინარე სამუშოებს პირადად ადევნებს თვალს.
მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან 2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალა ჩამოწვა.
გზის გახსნა 12 საათზეა დაგეგმილი.