"არასაპარლამენტო ოპოზიცია" კენჭისყრის დღეს ხმებს პარალელურად დაითვლის

"არასაპარლამენტო ოპოზიცია" კენჭისყრის დღეს ხმებს პარალელურად დაითვლის

   "საარჩევნო კამპანიის პერიოდმა დაადასტურა, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერზეა წამსვლელი გამარჯვებისთვის და არ არის გამორიცხული კეჭისყრის დღეს ადგილი ჰქონდეს ამომრჩეველთა ხმების გაყალბებას.

   "არასაპარლამენტო ოპოზიცია" განახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას. ამისათვის მობილიზებულია ბლოკის ადამიანური რესურსი. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესს თითქმის ყველა უბანზე დააკვირდებიან ბლოკის წარმომადგენლები და დაღრვევის აღმოჩენის შემთვევაში, მოახდენენ დაუყოვნებლივ რეაგირებას.

ასევე მივმართავთ მოქალქეებს, შესაძლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" უახლოეს შტაბს.

   ბლოკი ამომრჩეველს კენჭისყრის დღეს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არის ერთადერთი გარანტირებული გზა გაყალბების თავიდან ასაცილებლად".

"არასაპარლამენტო ოპოზიცია"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: