ცხელი ხაზი სახალხო დამცველის აპარატში

ცხელი ხაზი სახალხო დამცველის აპარატში

   სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მას არ გააჩნია შესაბამისი მანდატი საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს უშუალოდ ხმის მიცემისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური მობილური ჯგუფები 15 ივნისს – მთელი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში მონიტორინგს გაუწევენ არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

   არჩევნების დღეს დაინტერსებულ პირებს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814; 2913815.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: