არასამთავრობოები წალკაში არჩევნების შესაძლო ჩაშლაზე ალაპარაკდნენ
არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის ნატალია ხოხიაშვილის განცხადებით, გამოვლინდა პირველი დარღვევები წალკაში, კერძოდ-წალკის რამდენიმე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთებში უბეჭდო საკონტროლო ფუცვლებია ჩაყრილი.
-"აღნიშნული მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს და შესაძლოა, წალკაში არჩევნების ჩაშლის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, უკვე გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები. რამდენიმე საარჩევნო უბანთან მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" ლოგოიანი მანქანები დგას. კიდევ ერთი, თბილისიდან წალკაში ავტობუსებით პოლიციის თანამშრომლები არიან ჩაყვანილი და ეს ავტობუსები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დგას"-აცხადებს ხოხიაშვილი