თეა წულუკიანი:-""კარუსელი" გამორიცხული იქნება"
იუსტიციის მინისტრი ე.წ. "კარუსელების" შესახებ პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და ცახადებს, რომ ფოტოსურათიანი სიების წყალობით "კარუსელი" გამორიცხული იქნება.
-"მივიღებთ დარღვევებზე ინფორმაციას, არ არის გამორიცხული, საჭიროების შემთხვევაში, კომისიაც შეიკრიბოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უწყებათაშორისი კომისიის საგანგებო რეჟიმში შეკრება არ დაგვჭირდება, იმიტომ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად მუშაობს. ხალხმა გაიგო, რომ არჩევნების დროს სიმშვიდეა მთავარი და მჯერა, რომ ეს დღე მშვიდობიანად ჩატარდება"