ნანა ხურითი: ,,გაბუტული, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხალხი არჩევნებზე არ მოვიდა!“

ნანა ხურითი: ,,გაბუტული, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ხალხი არჩევნებზე არ მოვიდა!“

,,ივერიონს“ ესაუბრა მსახიობი ნანა ხურითი

-თქვენ ,,ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი ხართ. როგორ შეაფასებთ 15 ივნისის არჩევნებს, გაგიმართლათ  თუ არა იმედები?

-რომ გითხრათ, ხალხის აქტიურობის იმედი მქონდა-მეთქი,  ტყუილი იქნება. მე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებშიც აქტიურად ვხვდებოდი საზოგადოებას და ძალიან კარგად ვხედავდი, რომ ის განწყობა, რაც იყო 2012 წელს, ამაღლებული განწყობა, ხალხში აღარ იყო.

ეს გამოიწვია რამდენიმე მიზეზმა:  მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ნელ-ნელა თავისი დანაპირების შესრულება,თუმცა საზოგადოებისთვის არასაკმარისად, ვგულისხმობ სამართლიანობის აღდგენას, რაც ხალხის მოთხოვნებში მთავარი,  ,,ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ  რეჟიმად  გამოცხადებას, კოჰაბიტაციის დაწყებას, რომელიც საზოგადოებას არ შეუკვეთია, ძალოვან სტრუქტურებსა და და სხვა საჯარო სამსახურებში ძველი კადრების ახლებით არჩანაცვლებას, ნაწილობრივ მაინც, გირგვლიანი- გამცემლიძე -ვაზაგაშვილის და სხვათა  საქმეების გამოუძიებლობას მოჰყვა ეს პროტესტი.

კითხულობს საზოგადოება, იყო თუ არა ეს დანაშაულებრივი რეჟიმი? ამბობენ, რომ იყო. ფიცი კი მწამს,  ბოლო მაკვირვებს. ამიტომ საზოგადოებამ, როგორც სუბიექტმა ამ შემთხვევაში,  ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და დავზარალდით ისევ ჩვენ.

ჩემი  აზრით,  ხალხზე ძალიან იმოქმედა იმ კანონის მიღებამ, რასაც ანტიდისკრიმინაციული კანონი ჰქვია. ძალადობას ჩამონათვალი არ სჭირდება, თუმცა  პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ მე გავიზიარებდი პატრიარქის რჩევას და გადავავადებდი ამ კანონს.

გაუთავებელი პრემიების თემა და კიდევ ,რომელი ერთი ჩამოვთვალო. საზოგადოება ახლობელივით ,,გაებუტა" თავის რჩეულს, თუმცა ამით ისევ ჩვენ დავაზარლდით.

მე მათი მესმის. ეს ჩვენი კავაკასიური ხასიათია. .კარგი იქნებოდა, რომ ყველა გამოსულიყო და სხვა პარტიებისთვის მიეცა ხმა,  მაგრამ ეს არ მოხდა. ანუ მოქალაქეობრივი პოზიციის მნიშვნელობა ვერ ვიგრძენით, თუმცა, ვიმეორებ, ხალხის მესმის!

-თქვენი აზრით,  ჩატარდება თუ არა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და რატომ დადგა ამის აუცილებლობა?

-ალბათ,  ჩატარდება და იმიტომ დადგა ამის აუცილებლობა, რომ გაბუტული, გაბრაზებული  და იმედაგაცრუებული ხალხი არ გამოვიდა არჩევნებზე. ეს ფაქტია!

რა თქმა უნდა, მე-2 ტურში შეცდომებს გამოვასწორებთ. მე ასე მსურს,  არადა არ ვიცი, რა მოხდება!

აი, ნახავთ, რამდენი ხალხი გამოვა მე-2 ტურზე და ეს მაგალითი უნდა იყოს საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც...

მეტი კონტაქტი ხალხთან, გახმაურებული საქმეების გამოძიება, თანამდებობებზე წესიერი კადრების შერჩევა, ღირსების დაბრუნება  და სამართლიანობის აღდგენა-მთავარი მოთხოვნა ეს იყო. არავინ საუბრობდა გაჭირვებული ცხოვრების დალხენილით შეცვლაზე.

-რა შედეგს მოუტანს საქართველოს მრავალპარტიული საკრებულოები და მერია?

-არ ვიცი, უკეთესი შედეგი უნდა მოიტანოს თუ არა. .ერთპარტიულობამ დაგვანახა თავისი სახე... და არ ვიცი... ადამიანებზეა დამოკიდებული და მათ კეთილსინდისიერებაზე, ალბათ.

იმასაც ვშიშობ, ერთმანეთის კინკლაობას არ გადჰაყვნენ. არ ვიცი...

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: