კახა კახიშვილი: „ნაციონალებმა“ კი არ აჩვენეს მაღალი რეიტინგი, „ოცნებამ“ ვერ იმუშავა!

კახა კახიშვილი: „ნაციონალებმა“ კი არ აჩვენეს მაღალი რეიტინგი, „ოცნებამ“ ვერ იმუშავა!

დღეს „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტების წინაშე კახი კახიშვილი წარსდგა.
პრესკონფერენციის ძირითადი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, რომელმაც მოჩვენებითი სიმშვიდით ჩაიარა, თუმცა ბევრი კითხვები დატოვა.
კახიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალებმა“ კი არ აჩვენეს მაღალი მხარდაჭერა და რეიტინგი, არამედ „ოცნებამ“ ვერ იმუშავა და სათანადო შედეგიც დაიმსახურა. ყველაზე მთავარი _ „ოცნებას“ აკლდა მობილიზება, რასაც ამომრჩეველთა ნიჰილიზმი და იმედგაცრუებაც დაემატა!
რაც შეეხება მარნეულთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს, დღეს ვარაუდების დონეზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, არამედ აქამდე უნდა დადგენილიყო: რასთან გვაქვს საქმე, უფრო სწორად, ვისი ნახელავია ის, რაც ვიხილეთ _ „ქართული ოცნების“, თუ „ნაციონალების“. დიახ, კამერას დაფიქსირებული აქვს გაყალბება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიმარჩიელებთ!..
კახიშვილი „ქართული ოცნების“ წარუმატებლობას მათი მხრიდან არასწორ მართვას და დაპირებების შეუსრულებლობას უკავშირებს.
თუ ასე გაგრძელდა და უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა, მომავალ არჩევნებზე უფრო უარეს შედეგს მიიღებენ _ აცხადებს კახიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: