"ქაბულიდან ქენელსამდე" დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად

"ქაბულიდან ქენელსამდე" დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად

   დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად ბრიტანელი სამხედრო ვეტერანი ქაბულიდან ქენელსამდე მოტოციკლით მოგზაურობს. ექსპედიციის ფარგლებში, დღეს, კრის შორტი საერთაშორისო მისიებსა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაჭრილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 

   სამეფო საზღვაო ქვეითი ძალების ვეტერანის ექსპედიციის მიზანი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედების დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების  მხარდაჭერა, გამხნევება და მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვა, ასევე, იმ რთული გზის აღწერაა, რომლის გავლაც დაშავებულ სამხედროებს უწევთ, როდესაც ისინი სახლში ბრუნდებიან და თავიდან იწყებენ ცხოვრებას.

   ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითი ძალების სამხედრო ვეტერანი კრის შორტი რეჟისორთან ერთად მოგზაურობს, რომელიც ქაბულიდან ქენელსამდე ექსპედიციის შესახებ დოკუმეტურ ფილმს გადაიღებს. მას 17 ქვეყანაში მოუწევს გაჩერება, მათ შორის ყველაზე დიდხანს (2 დღე) საქართველოში. 

   კრის შორტი შვიდი წლის განმავლობაში ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და გაეროს უსაფრთხოების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ამჟამად, ის ავღანეთში კერძო უსაფრთხოების საკონსულტაციო სამსახურს  ხელმძღვანელობს. 2006 წელს რვაწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ,  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო  მას სამეფო საზღვაო ქვეითი ჯარი დატოვება მოუწია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: