შალვა ნათელაშვილი ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს

   "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით  არჩევნები გაყალბებულია და  მოსახლეობის დაბალი აქტივობა  ხელისუფლების მიმართ უნდობლობაზე მიუთითბს. ის ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვს.

   -"ეს არჩევნები არის დანაშაული და სრული ფალსიფიცირება, სადაც შეეძლოთ ბოლომდე გააყალბეს. ამიტომ, თავიდან უნდა გადაითვალოს არჩევნების შედეგები, უნდა გადამოწმდეს გაბათილებული ბიულეტენები. დღეს ყველა ოლქის შედეგები გავასაჩივრეთ. ყველგან ვითხოვთ შედეგების თავიდან გადათვლას. არჩევნები უნდა ჩაიშალოს და ახლიდან ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში მეორე ტური კი არ გველოდება, გველოდება ამ რეჟიმის დამხობა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ახალი მთავრობა. ივანიშვილმა თავის თავს მოუმზადა ვულკანი იმ 70% ის სახით, რომელიც არჩევნებზე არ გამოცხადდა, გამოუცხადა პროტესტი მის რეჟიმს და მის პოლიტიკას. ეს 70% არის რევოლუციური რაზმი,"- განაცხადა ნათელაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: