რა უკვირს სალომე ზურაბიშვილს?
"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის უფლებების შესაძლო შემცირებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
-"სურვილი არა მაქვს ჩავერიო მთავრობის და პრეზიდენტის შორის აწ გაჩაღებულ "ომში " ...მაგრამ მიკვირს და რა ვქნა? მიკვირს ახლად ჩატარებულ არჩევნების მეორე დღეს, რაში სჭირდება მთავრობას პრეზიდენტის უფლებების კიდევ ერთი შელახვა - თან უაზრო საკითხში (რუსთაველის პრმიებს ვინ გასცემს?????). ნუთუ სხვა უფრო სასწრაფო არაფერია?.... მიკვირს და რა ვქნა: რატომ სჭირდება მთავრობას პრეზიდენტის დათმობაზე (ასე იკითხება მაჭავარიანის განთავისუფლება) ამ შეურაცხმწყოფელ ნაბიჯთს პასუხი (ასევე ივანიშვილის გუშინ გაცემული პასუხი ამავე საკითხთან დაკავშირებით) იმის მაგივრად რომ "გუნდის ერთობა" გაამყაროს არჩევნებზე დაბალი აქტიურობის პასუხად? იმ დროს როცა საქართველო ემზადება ასოცირებაზე ხელმოსაწერად (და აქაც პრეზიდენტი დათმობაზე წავიდა მაგრამ ვინ დაუფასა) კინკლაობის დრო არაა...იმ დროს როცა რუსეთი ძლიერდება გარეთ (უკრაინის მოვლენები) და შიგნით ( პრორუსუსლი ძალების გაძლიერება შესამჩნევია) რა საჭიროა ერთერთი სიმბოლური სახელმწიფო ინსტიტუტის უადგილო, უდროო და უმიზეზო შესუსტება?"