თაქთაქიშვილი სენაკის N7 უბანში ოქმის გაბათილებას მოითხოვს

თაქთაქიშვილი სენაკის N7 უბანში ოქმის გაბათილებას მოითხოვს

   საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი სენაკის N7 საარჩევნო უბანზე გადაღებულ ვიდეო-მასალას აქვეყნებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  წერს:

   -"ახალი ვიდეო-მასალა არჩევნების გაყალბებაზე. არჩევნების მეორე დღეს, დღისით მზისით, საუბნო საარჩევნო კომისიას აიძულებენ გადაასწორონ წინა დღეს გაფორმებული ოქმი, სადაც დაფიქსირდა, რომ ბიულეტენების რაოდენობა 6-ით მეტი იყო, ვიდრე უბანზე მისული ამომრჩეველთა რიცხვი. სენაკის N7 უბანზე საოლქო კომისიის წარმომადგენელი ამბობს: ასლებზე გაცემულია ზუსტად ის ციფრები, რაც არის. ამიტომ ადებენ შესწორების ოქმს. თუ ასლები ერთნაირია და ემთხვევა დედანს, რა საჭიროა დედნის შესწორება საერთოდ?! ოქმის დედანს აშკარად ეტყობა, რომ რიცხვში 219 ციფრი 9 გადასწორებულია ციფრად – 3, თან უფრო მკვეთრი ფერით, ანუ, ჯერ იყო 9 და მერე გადააწერეს 3. გოგონა მუქ კაბაში, რომელიც ადასტურებს, რომ მის ასლში 213 წერია და არა 219, არის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. როგორც ატყობთ, საუბნო კომისიის თავმჯდომარე არსად ჩანს, არც კომისიის წევრები აქტიურობენ და პროცესი მიყავს საოლქო კომისიის წარმომადგენელ იურისტს. ოქმი შეიძლება შესწორდეს, თუ ტექნიკური შეცდომაა დაშვებული მისი შევსებისას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არჩევნების დღესვე, ანუ, არჩევნების ღამეს, ოქმის საოლქო კომისიაში გადაგზავნამდე. აქედან ირკვევა ერთადერთი: საუბნო კომისიის წევრებს საოლქო კომისია აიძულებს, კანონი დაარღვიონ და არჩევნების მეორე დღეს გადაასწორონ ოქმი. საჩივარი ხვალ 17:30-ზე განიხილება სენაკის საოლქო კომისიაში, სწორედ იქ, საიდანაც მივიდა ოქმის გადაკეთების ინსტრუქცია N7 უბანში. ვითხოვთ, ოქმის გააბათილებას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: