პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

   საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით პატარაია დაინიშნა. ის 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო. სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. წლების განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას და კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ხოლო შემდგომ - იურიდიულ ფაკულტეტზე, არის სამართლის დოქტორი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: