გიორგი საჯაია: პრემიერ მინისტრს - არაადეკვატურს, ხოლო პრეზიდენტს -უფუნქციოს უწოდებს.
„რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნელიტების წინაშე დღეს ამჯერად გიორგი საჯაია წარდგა.
მან კომენტარი გააკეთა არჩევნების შედეგებზე და აღნიშნა,რომ ეს ძალიან შორს იყო დემოკრატიული ქვეყნისთვის შესაფერის არჩევნებთან.“ გამოყენებულ იქნა გაყალბების ათასგვარი მექანიზმი და ეს იქნება გამოყენებული მანამ,სანამ ქვეყანა სწორ გზას არ დაადგება“-აცხადებს საჯაია.
როგორც მან აღნიშნა, ალიანსმა „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“ - გადაწყვიტა მიმართონ სასამართლოს, რათა დაცულ იქნეს მათი ამომრჩევლის თითოეული ხმა. ამასთან, ისინი მოითხოვენ ხმების ხელახლაგადათვლას იმ უბნებში, სადაც გაყალბების ფაქტები დაფიქსირდა და იმ ადამიანების დასჯას,რომლებმაც ამ ყველაფერში მიიღეს მონაწილეობა.
საჯაიამ ასევე დაბალ აქტივობაზეც გააკეთა კომენტარი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამომრჩევლის 30%-იანი აქტივობა განპირობებული იყო იმ პროტესტით რაც საზოგადოებას აქვს ხელისუფლებისადმი.
“ხალხმა გამოთქვა პროტესტი ხელისუფლების მიმართ იმ ტყუილების გამო,რომლითაც მათ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში“-აცხადებს იგი.
საჯაია უფრო შორს მიდის და პრემიერ მინისტრს არაადეკვატურს,ხოლო პრეზიდენტს უფუნქციოს უწოდებს!
მზიკო კახიანი