ბიძინა გუჯაბიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტიურობა ხელისუფლების მხრიდან არა საკმარისმა პიარმა განაპირობა
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტარმა ბიძინა გუჯაბიძემ დღეს „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჯურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.
მან განცხადება გააკეთა შესაძლო ქუჩის აქციებთან დაკავშირებით. იგი თვლის,რომ ხალხს არ გააჩნია მიზეზი არანაირი აქციების აქედან გამომდინარე, ეს ვარაუდი აბსურდია.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, მას უკეთესის მოლოდინი ჰქონდა. ასეთი შედეგი განპირობებულია კოალიციის ნაკლები აქტიურობით - ამბობს გუჯაბიძე.
მან კომენტარი გააკეთა მეორე ტურთან დაკავშირებითაც და აღნიშნა,რომ უფრო შთამბეჯდავ შედეგს ელოდება.
რაც შეეხება პირველ ტურში ამომრჩევლის აქტიურობას, ის განპირობებული იყო არასაკმარისი პიარით - საზოგადოება ვერ დაარწმუნეს იმაში, რომ მიუსვლელობა დესტრუქციული ძალების წისქვილზე დაასხამდა წყალს.
მზიკო კახიანი