"მომავლის გზის" ჯილდო ხათუნა გოგალაძეს
ქველმოქმედთა სახლმა "მომავლის გზამ" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თანადგომისა და ფონდთან აქტიურად თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა. ფონდის წარმომადგენლებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს საჩუქრად მადლობის სიგელი და ხატი გადასცეს. ქველმოქმედთა სახლმა "მომავლის გზამ" დაარსებიდან მე-9 წლისთავი კულტურის ცენტრ "არტ ჰოლში" სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებითა და კონცერტით აღნიშნა. საღამოზე "მომავლის გზის" ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი სამკაულებისა და საეკლესიო ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საღამოზე ასევე ის სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები დაჯილდოვდნენ, რომლებიც აღნიშნულ ფონდთან აქტიურად თანამშრომლობენ.