გივი თარგამაძე:-"ბედნიერია დათოშკა ნარმანია..."

გივი თარგამაძე:-"ბედნიერია დათოშკა ნარმანია..."

   დავით ნარმანიას კომენტარს, სადაც იგი ამბობს, რომ ზუგდიდის #97 საუბნო საარჩევნო უბანზე დარღვევას ვერ ხედავს და დედამისმა ეს "მხოლოდ დედობრივი ზრუნვით გააკეთა" "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს:

    -"საშინლად გავბრაზდი დედაჩემზე! სამჯერ მაჟორიტარულ არჩევნებში ვიწვალე, რამდენჯერ პროპორციულში და ეხლა მივხვდი, არცერთხელ არ გამოუჩენია ჭეშმარიტი დედობრივი გრძნობა. აი ქალბატონი ნორა კი ავლენს! თან ისე ავლენს, რომ მტრისას! თვალებს ამოკორტნის ყველას, ვინც საყვარელ ბიჭუნას შესაბამისად არ დააფასებს. ბედნიერია დათოშკა ნარმანია, დედა ენაცვალოს. აბა მელია-უფროსი თოქ-შოუებში რომ ღელავს, გონია, ეგ არის ჭეშმარიტი მამობრივი გრძნობა? არა, ბატონო ანზორ! უბნენზეც უნდა იყოთ, ოლქშიც და სახლებშიც. ამომრჩეველს თვალებში უნდა ჩახედოთ და უნდა დაემუქროთ თქვენს მიერ ჩადგმული გულის სტიმულატორების გათიშვით, კლაპანების გადაკეტვით, შუნტების ამოგლეჯვით და სულაც, გულების დისტანციური გაჩერებით. არ იდარდოთ, უმრავლესობა გაგიგებთ, კორძაიადან - ვოლსკიმდე. შეხედეთ, რა სიყვარულნარევი სახეებით აფასებენ ქალბატონი ნორას თავგანწირვას. ჩვენ კი - მართლა უჯიშოები ხომ არ ვართ ნაციონალები. ნახეთ, რა სიმამრობას უწევს ჩემს მეზობელ ჰაკიმს ბატონი თამაზი, რა დობას ამჟღავნებს ქალბატონი მანანა კობახიძე! დღესვე უნდა დავწეროთ პეტიცია მშობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების სახელზე. გამოდით, გააქტიურდით, გამოავლინეთ მზრუნველობა! დავერიოთ ამომრჩევლებს! ქალბატონო ნორა! მეორე ტურია, ავოოოოიეეეე!!!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: