სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2014 წლის 30 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იწყებს განსახლების მსურველი, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადების მიღებას.

   განაცხადის შესავსებად ოჯახის წარმომადგენელი უნდა გამოცხადდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებიდან ერთ-ერთზე. 

   1.    ქ. თბილისი - თამარაშვილის 15ა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო);

   2.    ქ. ზუგდიდი - რუსთაველის N87; (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო);

   3.    ქ. ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის N27; ((საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო);

 

• განმცხადებელმა განაცხადის შესავსებად უნდა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტაცია:

 

 განმცხადებლის პირადობის დამატასტურებელი მოწმობა;

 

 ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები;

 

ასევე:

 

 ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზიდან(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

 სამედიცინო დოკუმენტი ფორმა NIV-100/ა, (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არის მუდმივად მწოლიარე, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება ან აქვს

დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია;)

 

 სამედიცინო დაწესბულების მიერ გაცემული სამედიცინო-საექსპერტიზო შემოწმების აქტი (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის

პირები);

 

მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, ბავშვების დაბადების მოწმობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია (თუ მშობელი ან ქვრივი მარტო ზრუნავს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე);

 

მეურვეობის\მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა (თუ ხანდაზმულები ახორციელბენ მეურვეობას ან მზრუნველობას არასრულწლოვანი შვილ(ებ)ის ან შვილიშვილ(ებ)ის მიმართ);

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: