ხართ თუ არა თავდაჯერებული?
ტესტი
ხართ თუ არა თავდაჯერებული? ეს ტესტი გიპასუხებთ კითხვაზე, ნამდვილად თავდაჯერებული პიროვნება ხართ თუ მხოლოდ ასეთ შთაბეჭდილებას ახდენთ. პასუხის მოცემული ვარიანტებიდან აირჩიეთ მხოლოდ ერთი.
1. ხელის ჩამორთმევის როგორ სტილს ამჯობინებთ?
ა) ხანმოკლეს, მაგრამ ძლიერს;
ბ) ხანგრძლივსა და ინტენსიურს;
გ) მსუბუქ შეხებას.
2. თქვენი ზოდიაქოს ნიშანია...
ა) ლომი, ვერძი, თხის რქა, კურო;
ბ) ტყუპი, მორიელი, მერწყული, მშვილდოსანი;
გ) თევზები, ღრიანკალი, ქალწული, სასწორი.
3. როგორი კანი გაქვთ?
ა) ნორმალური, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს;
ბ) არამგრძნობიარე;
გ) მშრალი და მგრძნობიარე.
4. პარკში, სკამზე, ზის ქალბატონი, ჩაძირული საკუთარ ფიქრებში. თქვენ გეჩვენებათ, რომ...
ა) ის მარტოსულია;
ბ) სურს, შეიბრალონ;
გ) მას რაღაც აწუხებს.
5. რა უფრო მეტად დამახასიათებელია თქვენთვის?
ა) უსიამოვნებებისა და წყენის სწრაფად დავიწყება;
ბ) არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი და ზრუნვა;
გ) ვისიმე მოტყუების შემთხვევაში სინდისის ქენჯნა.
6. რომელი გეომეტრიული ფიგურა მოგწონთ უფრო მეტად?
ა) სამკუთხედი;
ბ) რომბი;
გ) წრე.
7. სპორტის რომელ სახეობას მოჰკიდებდით ხელს სიამოვნებით?
ა) პარაშუტით ხტომას;
ბ) წყალში ხტომას;
გ) ალპინიზმს.
მონაცემთა დაჯამებისას ყურადღება მიაქციეთ, რომელი ასოს შესაბამისი პასუხები ჭარბობს.
ტესტის შედეგები:
თუ თქვენს პასუხებში
ჭარბობს "ა" - საკმაოდ თავდაჯერებული პიროვნება ბრძანდებით, თუმცა თქვენთვის, ბუნებრივია, არც ისეთი სიტუაციებია უცხო, როდესაც საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ და ყოყმანობთ. თქვენ ამის აღიარებაც შეგიძლიათ, იმიტომ რომ ძლიერი პიროვნება ხართ. დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ, რადგან, ჩვეულებრივ, ისედაც აღწევთ იმას, რაც გსურთ.
ჭარბობს "ბ" - თქვენი თავდაჯერება რამდენადმე არამყარია. იქ, სადაც მრავალწლიანი გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს, ყველაფერი რიგზეა. სამაგიეროდ, უცნობი ადამიანები, ახალი ამოცანები ძალიან გაღიზიანებთ, უფრო მეტად, ვიდრე ეს ობიექტურად არის დასაშვები. ასეთ დროს თქვენ ადვილად კარგავთ საკუთარი ძალების რწმენას, ან საკუთარ თავში იკეტებით, ან გადაჭარბებულ თავდაჯერებას ამჟღავნებთ.
ჭარბობს "გ" - აშკარად შორს ხართ დადებითი თვითშეფასებისგან. არ ხართ მიჩვეული გარშემო მყოფთა ნდობას, იტანჯებით მოგონებებითა და საყვედურებით, რითაც აკლებთ საკუთარ თავს სიცოცხლის ხალისს. შეეცადეთ, გამონახოთ დრო და გააანალიზოთ, რატომ გაკლიათ თავდაჯერება. თუ თავად ვერ შეძლებთ ამას, დახმარებისათვის მიმართეთ ფსიქოლოგს.