სახალხო დამცველი ევროსაბჭოში შეხვედრებს მართავს
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით უჩა ნანუაშვილი დღეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდის შეხვდება და მიაწვდის ინფორმაციებს საქართველოში არსებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე ნანუაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა დაცვის ტენდენციებზე და გაააქტიურებს სახალხო დამცველის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობას ევროსაბჭოსთან.
სახალხო დამცველი უკვე შეხვდა უფლებათა დირექტორატის წევრებს, ადამიანის უფლებათა კომისარს და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. შეხვედრაზე ნანუაშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით აქტუალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.