დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

   დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  გაფართოებულ სამეთვალყურეო საბჭოს განსახილველად წარუდგინა  დევნილთა მიმართ 2014-2016 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმა, რომლებიც შესაბამისობაშია  სახელმწიფო სტრატეგიის საერთო გეგმასთან.

დევნილთა მიმართ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:

•დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით;

•დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას;

•დევნილთა ინფორმირებულობის ზრდას;

დევნილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით,  სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭო კვარტალში ერთხელ იკრიბება, რათა განიხილოს მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

  -"დღევანდელი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მიეძღვნა დევნილთა შესახებ  2014 – 2016 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლების საკითხს. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ სამოქმედო გეგმის განახლების ახალი პროექტი მომზადდა და დღეს, სამეთვალყურეო საბჭოზე იქნა გამოტანილი განსახილველად. გაიმართა დისკუსია, შეჯერდა საკითხები და  სამეთვალყურეო საბჭოს დასტურის შემდეგ სამოქმედო გეგმა  საქართველოს მთავრობის სხდომაზე  გავა განსახილველად. ასევე,  დღევანდელი სამეთვალყურეო საბჭოს მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო დევნილთა შემოსავლის წყაროებზე სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიღება. ეს სამოქმედო გეგმა პირველად მივიღეთ.  ევროკავშირის და სხვა დონორი ორგანიზაციების სერიოზული ჩართულობაა იმისათვის, რომ  დაფინანსდეს დევნილთა მცირე ბიზნესი და მოხდეს მათი შემოსავლის წყაროების უზრუნველყოფა", - განაცხადა დავით დარახველიძემ. 

     რაც შეეხება საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას, აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროში  პირველად შეიქმნა. სამოქმედო გეგმა მორგებულია საარსებო წყაროების სახელმწიფო სტრატეგიას. ორივე დოკუმენტი,   უახლოეს მომავალში,  მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: