ხათუნა ლაგაზიძე:-"სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება არის შემდგომი სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან"

ხათუნა ლაგაზიძე:-"სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება არის შემდგომი სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან"

   სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედება საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან სადამსჯელო ოპერაციად შეაფასა. 

   -"ეს არის საპასუხო აგრესია საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პასუხად. ეს არის შემდგომი სადამსჯელო ოპერაცია რუსეთის მხრიდან. ეს არის უდიდესი ტრაგედია საქართველოსთვის, ეს არის დე-ფაქტო სიტუაციის დე-იურედ აღიარება რუსეთის მხრიდან. მეორეს მხრივ, მსოფლიო დაინახავს, რომ მათ კომფორტზე, კუჭზე და გაზზე არ გადის მათი უსაფრთხოება. ასეთი რუსეთი ნებისმიერი ევროპის ქვეყნისთვის ღია საშიშროებას წარმოადგენს. არც ნატო-ს და არც ევროკავშირში შემავალმა პატარა ქვეყნებმა არ იფიქრონ, რომ მათ ნატოს ან ევროკავშირის ზურგი დაიცავთ. ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები განაჩენს უწერენ საკუთარ თავს, როდესაც ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება მათ არ შეეხებათ.  რეფერენდუმის ჩატარება არის პირდაპირი ანალოგი ყირიმის სცენარის". 

   ექსპერტის აზრით საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ პრობლემაზე დასავლელ კოლეგებთან ხმამაღლა საუბარი არ გამოადგებათ, რადგან ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: