დავით ქობალია: როდის და რომელ ევროგაერთიანებაში აპირებს საქართველო შესვლას?

დავით ქობალია: როდის და რომელ ევროგაერთიანებაში აპირებს საქართველო შესვლას?

ეს საკმაოდ საინტერესო სტატია ცნობილმა ჟურნალისტმა და გერმანისტმა დავით ქობალიამ ექსკლუზიურად „ივერიონს“ გამოუგზავნა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე ვბეჭდავთ შემოკლების გარეშე.


ქართულ მედიასაშუალებებს რომ ვუყურებ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათთვის (იშვიათი გამონაკლისის გარდა!) პრობლემის გადაწყვეტის გზების ძებნა კი არა, მორიგი პრობლემის შექმნა უფროა საინტერესო, ამიტომაც მას ივიწყებენ, ცნობილი ქართული გამოთქმით _ „მე ვთქვი და აწი ჯანდაბამდის გზა ჰქონია!“
რადგან მე ასე არ ვფიქრობ, ქართველთა (ჯერ-ჯერობით!) ბოლო სირცხვილს „დავით-გარეჯსაც“ გავიხსენებ, როცა მაჰმადიანები გვართმევენ ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების უმნიშვნელოვანეს კერას და ჯავახეთსაც შევეხმიანები, რომელსაც ბოლო 23 წლის მანძილზე ყველა ხელისუფლება და პარტიული, პროვოკატორები (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით!) მაშინ „იშიშვლებენ“, როცა ყურადღების მიქცევა სჭირდებათ!
ამჯერად კი, არა ჩვენი კარის მეზობელი ქვეყნის, მაგრამ ჩვენდამი მუდამ კეთილგანწყობილი, უკრაინის ტრაგიკულ მომავალზე მოგახსენებთ, რომელიც 24 წლის წინ იუგოსლავიაში განხორციელდა.
...ბერლინის კედლის დანრევამდე რამდენჯერმე ვიყავი იუგოსლავიაში. მანამდე კი მოვლილი მქონდა გფრ, ავსტრია და შვეიცარია. რა თქმა უნდა, ამას არ გავიხსენებდი, რომ არა დღეს, უკრაინაში მიმდინარე ტრაგედია, როცა ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის, ვიდრე იგი იუგოსლავიასავით რამდენიმე ნაწილად დაქუცმაცდებოდეს, რომლებსაც მერე სახელმწიფოებს დაარქმევენ და ამერიკა და ევროგაერთიანება მათი განვითარება-აღმშენებლობისთვის მილიონებს გამოყოფენ!..
დიახ, ვინც, რაც უნდა ის თქვას _ მე მაინც იუგოსლავიას მივუბრუნდები, სადაც ბერლინის კედლის დანგრევამდე რამდენჯერმე ვიყავი, და აი რატომ:
როცა, ევროპის ოთხი ქვეყანა _ გფრ, ავსტრია, შვეიცარია, იუგოსლავია, მოვლილი მქონდა, ჩემთვისვინმეს რომ ეთქვა _ დროს უკან დავატრიალებ, ზემოთხსენებული თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ ოთხ ქვეყანაში მოგზაურობას, ისე, რომ არ გეცოდინება რომელ ქვეყანაში იყავი და ამის შემდეგ გადაწყვიტე სად ისურვებდი ცხოვრებას, დაასახელე ქვეყნის ნომერიო, დაუფიქრებლად დავასახელებდი ქვეყანას მეოთხე ნომრით, რადგან იგი პირველი სამივით მოვლილი იყო, მაგრამ მათ, გულღია, დაუძაბავი მოსახლეობით და მაშინ, ჯერ კიდევ ბოლომდე ხელშეუხებელი ბუნებრივი სილამაზით სჯობდა!
...როდესაც, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ნგრევისას, „ამერიკული დემოკრატიის“ ლოზუნგით, „ბებერი ევროპა“ თავისსავე ნაწილს მიადგა ცეცხლით და მახვილით და ნანგრევებად აქცია იგი, მაშინ გამიჩნდა პირველი, სერიოზული ეჭვი, რომ _ „ევრო-ამერიკული დემოკრატია“ შორიდან პროგრესული ჩანდა, მაგრამ ახლოს რომ მივედი (კახელი მიხოს თქმისა არ იყოს), ყველა მასზე სუსტს ანგრევდა და რყვნიდა ფიზიკურად და სულიერად! ძლიერს კი მანამდე იმეგობრებდა, სანამ შესაფერის მომენტს მოუხელთებდა და ძირს გამოუთხრიდა!
_ასე წარმოიშვა, აღმათაშენებული, იუგოსლავიის ტერიტორიაზე, როგორც ქართულ „ვიკიპედია“-შია განმარტებული:
„1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეთნიკური კონფლიქტების შედეგად ეს ფედერაციული გაერთიანება 5 სხვადასხვა სახელმწიფოდ დაიშალა და იმისდა მიხედვით, თუ დღეს ვინ, ან როგორ (რა კრიტერიუმით) დათვლის ამ სახელმწიფოებს, შეიძლება 6, ან 8 სახელმწიფო მივიღოთ. ესენია: სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო, სერბია და კიდევ  2  ავტონომიური პროვინცია: კოსოვო და ვოევოდინა.“
...შარშანდელი სექტემბერ-ოქტომბერი გერმანიაში გავატარე. ბატონი ოთარ ფაცაცია სტუმრობდა ჩვენს საერთო მეგობარს, დოქტორ ჰერბერტ ვიდენს, ნორდრაინ-ვესტფალიაში და ორი კვირა იქ დავყავით.
ერთ საღამოს, რაინის თვალუწვდენელი ვენახის ზვრების დათვალიერების შემდეგ, კიოლნის „ალტშტადტ“-ის სასტუმროს ფოიეში ტელევიზორს შევავლეთ თვალი. ინგლისელი „საპიორები“-ს საგმირო საქმეებზე ჰყვებოდა ტელეწამყვანი, რომელთაც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიის განაღმვა ჰქონდათ დავალებული და სიამაყით გვაჩვენებდა გახარებულ ინგლისელ სამხედრო ოფიცერს, რომელიც ტელემაყურებელს მოუთხრობდა _„ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ოცი ათასამდე აუფეთქებელი ბომბი ყრია, რომელთა გაუუვნებელყოფას 10-15 წელიწადი დასჭირდება!...გულდაწყვეტილია, რომ ხუთ წელიწადში პენსიაზე გავა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ერთგულ არმიაში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამ „ჰუმანიტარულ“ აქციას სასახელოდ გააგრძელებენ!“
იმ წამს, წლების განმავლობაში, ენგურის პერიმეტრზე მოძრავი ცისფეჩაფხუტიანი „მშვიდობის მტრედები“ დამიდგა თვალწინ და მივხვდი _ „ევრო-ამერიკული დემოკრატია ხანგრძლივ სამუშაო ადგილებს ჰქმნის“ იმ ქვყნებში, რომლებსაც „დემოკრატიის“ სახელით ბომბავს!
სხვებთან ერთად, ყოფილი იუგოსლავია, საგანგებო გულმოდგინებით იბომბებოდა დიდი ბრიტანეთის „დედოფლის ერთგული“ ავიაციის მიერ!..
...როცა, უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ჩემდა უნებურად, ყურადღება,მომიტინგეთა რაოდენობას მივაქციე _ მათი რიცხვი ოცდაათ ათასს არასოდესგაცდენია. მაშინვე დამაეჭვა დემონსტრანტების სიმცირემ და ფეისბუკზე გამოვაქვეყნე _ „ამდენ დემონსტრანტს, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ნებისმიერი, კომუნისტების წინააღმდეგ მეპროტესტე ქართველი ლიდერი, სამ დასტვენაზე თბილისის ნებისმიერ უბანში გამოიყვანდა!..“
ამიტომ, ჩემთვის საეჭვო იყო კიევში მიტინგების, უკრაინულ, სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან წილნაყრობა!.. ყოველივე ამას, საკუთარი სამშობლოს მაოხარი მიშა-შეურაცხადი და მისი მსტოვართა კრებული რომ დაემატა, ჩემთვის ნათელი გახდა, თუ ვინ და საითკენ უბიძგებდა გაურკვეველ ვითარებაში მოხვედრილ უკრაინას და მის მოსახლეობას.
მე მაშინ დავწერე და ახლაც ვიმეორებ _ როგორ უნდა გძულდეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი, მათ რუსეთის წინააღმდეგ დაპირისპირებისკენ უბიძგო და აგულიანო _ მე შენს გვერდით ვდგავარო!
ამ საკითხს სხვა დროს მივუბრუნდეთ.   
...ამასობაში უკრაინის დაშლა-დაქუცმაცებაც დაიწყო _ ყირიმმა მშვიდობით დატოვა „სამშობლო“, ჯერი სხვა კუთხეებზეა! ისღა დაგვრჩენია, ვისაც უკრაინელთა სისხლის დაღვრა არ გვსურს, უნდა ვილოცოთ _ თუ დასაშლელია უსისხლოდ დაიშალოს მაინც, ერთ დროს, უმდიდრესი და ულამაზესი უკრაინა!
სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდება,მაგრამ, საკითხავი ის არის _ სად და ვის ეტენება საქართველო? ყურს ხომ არ გჭრით გამუდმებით, ლამის ხვეწნამდე მისული _ „რუსეთი უკრაინის შემდეგ საქართველოს მიადგებაო!!!“
_ხომ არ ჰგავს ეს _ „ცხენს ჭედავდნენ და კუმ ფეხი გამოჰყო _ მეც ერთი ნალი დამაკარითო?!.“
_რატომ ვეტენებით იქ, სადაც ჩვენი ადგილი არ არის?
_იმიტომ ხომ არა _ მიშა შეურაცხადს ძვრა ვერ უყო ახალმა ხელისუფლებამ და ის ნაძირალა,  ევრო-ამერიკელ მეპატრონეთა მიერ, საერთო ცოდვების გამო„ბრონირებული“, ხელშეუხებლად გამოცხადდა?!
_თუ ეს ასეა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისგან ვინმეს უნდა ეყოს გამბედაობა და თქვას, რომ ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს „თავისუფალ საქართველოში“, სადაც უამრავი ქვეყნის საიდუმლო სამსახური მუშაობს და ნაკლებად თუ გვეკითხებიან რა და როგორ უნდა მოეწყოს ქვეყანაშიო.
...ერთი ვაი უშველებელი ატყდა ამ რამდენიმე კვირის წინ _ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ საქართველოშიო!!!
_მერე რაა, რომ ჩამოვიდნენ? რა ჩამოიტანეს?
დროს ნუ დავკარგავთ, არცერთს არაფერი ჩამოუტანია. ორივე, მაპატიეთ და, უკრაინაში ჩასვრილი უკანალის გასამშრალებლად ჩამოვიდა საქართველოში!
...გერმანელებს ბევრი კარგი ჩვევა აქვთ, რომელთა სწავლა ქართველებს ნამდვილად არ გვაწყენდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ამჯერად ამ სანიმუშო ერის, ერთ, ასევე მნიშვნელოვან, ოღონდ ცუდ ჩვევაზე მინდა მოგახსენოთ _ გერმანელებს აქვთ ასეთი გამოთქმა „Tut mir Leid!“ რაც ქართულად _ „გულს მტკენს!“ ნიშნავს.
თითქოს არაფერია აქ არაჩვეულებრივი, თუ აქ გავჩერდით, მაგრამ თუ ჩავეძიებით, როდის ხმარობენ გერმანელები უმეტესწილად ამ გამოთქმას, მაშინ მივხვდებით, რომ ასე მარტივად არ არის საქმე!
ძირითადად, როცა გერმანელი უცხოელ პარტნიორთან აკეთებს ერთობლივ საქმეს და მისი გამოისობით საქმე ჩაიშალა და ზარალი დადგა, იგი იმწამსვე მზად არის გითხრას „Tut mir Leid!“და ამითი არა მარტო ფინანსურად, არამედ მორალურადაც თავისუფლად გამოაცხადოს თავი! თუ შეეწინააღმდეგე, იმწამსვე სასამართლოსკენ მიგითითებს, სადაც ვერასოდეს მოუგებ ადგილობრივს (მალე ვრცელ წერილს შევთავაზებ მკითხველს ამ თემაზე), რადგან იგი გერმანელია!
სიტყვას მოყვა და ერთხელ, მაინის ფრანკფურთში, 70-იან წლებში, მოსკოვიდან გადმოსახლებულმა გერმანელმა ებრაელმა ამიხსნა ამ გამოთქმის მნიშვნელობა _ „დავით, გერმანელმა თუ გითხრა „Tut mir Leid!" არ იფიქრო, რომ მან მოგიბოდიშა _ არავითარ შემთხვევაში, მან ამ გამოთქმით მოიხსნა პასუხისმგებლობა და გითხრა, რუსულად რომ ხშირად გსმენია „იდი ნახ-იო!“
ასე, რომ, გერმანელებს და ევროგერთიანებას (ამერიკელებთან ერთად) არ მოერიდებათ (სამწუხაროდ, ეს მალე მოხდება!), მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მოუთავებენ უკრაინას საქმეს, უკრაინელებს ქვეყნის გასაგონად უთხრან _ „Tut mir Leid“-ო!
რატომ ჰგონიათ ქართველების ნაწილს, ევრო-ამერიკელების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებულმა უკრაინამ, რამდენიმე დღეში, თითქმის საქართველოს ხელა ტერიტორია რომ დაკარგა და კრინტი არ დაუძრავთ, საქართველოსთვის მოიკლავს თავს ევროპა და ამერიკა?
რა თქვეს ევროგაერთიანებამ და ამერიკამ ყირიმის უსიტყვოდ გაუჩინარებაზე?
რა და _ რაც მოხდა „Tut mir laid“-ო!.. ანუ, რუსულად რომ ვთქვათ „იდი ნახ-იო!“
თუ მეხსიერება არ გვღალატობს _ამ სიტყვებით, გაცილებით ადრე, ჩვენ, ქართველები შეგვამკეს „ევრო-ამერიკელებმა“, 2008 წლის ე.წ. ომის შემდეგ, როცა სასმელი წყლით და პამპერსებით სავსე გემები მოგვაყენეს, ისედაც წყალწაღებულ ქვეყანას.
ასეთია „ევრო-ამერიკული“ თანადგომა გაჭირვების ჟამს!
...ის 17 მილიონი ევრო, რომელიც, მგონი საფრანგეთის ლგბტ პრეზიდენტმა გაიმეტა, მხოლოდ „კიკუსთვისაა დიდი ფული“, თორემ თავმოყვარე და უძველესი ისტორიის და ტრადიციის მიმდევარმა საბერძნეთმა, როცა ქვეყნის სახელსა და პრესტიჟზე მიდგა საქმე, ორას მილიარდზე თქვა უარი და ევროგაერთიანებას ბოდიშები ახდევინა და ახვეწნინა _ ოღონდ მიიღეთ ბატონო ეს ფული და ხმას არ ამოვიღებთო!!!
...იქნებ იმაზეც დავფიქრდეთ _ როდის და რომელ ევროგაერთიანებაში აპირებს საქართველო შესვლას?
მინდა გამოვეხმაურო ბ-ნ რომან გოცირიძეს, რომელმაც  „ივერიონში“ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა: _ „ევროკავშირის  წევრი შეიძლება გავხდეთ 10 ან 20 წლის შემდეგ ან კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში. ეს არაა ახლა მთავარი...“
ბატონ რომანს მოგვიანებით გავცემ პასუხს. ამჯერად, მარტო ამ გამონათქვამს შევეხები _ ვერ დაგეთანხმებით ბატონო რომან, სწორედ „ახლაა მთავარი“ განგაშის ატეხვა, უსაძირკვლო, უბალავრო ევროგაერთიანებაში საქართველოს 10 ან 20 წლის შემდგომი პერსპექტივით შესვლის და უკიდეგანო ვალდებულებების (რაზედაც წარმოდგენა არ აქვს მის მოსახლეობას!)ისედაც ქედდამძიმებული ქვეყნისთვის აკიდების გამო!
მე, დიდი ხნის წინ გამოვაქვეყნე, ერთ საგაზეთო წერილში _ საქართველოს ევრო გაერთიანებაში შესვლის დაჟინებული სურვილი გენიალური ქართული ფილმის „ცისფერი მთები“-ს ფინალს მაგონებს, როცა საძირკველ მორყეული, მოზანზარე შენობიდან თავის დასაღწევად ერთმანეთზე გადადიან ადამიანები და ერთ-ერთი პერსონაჟი უკან შებრუნდება „ქუდი დამრჩაო!“
ერთი გამაგებინეთ _საქართველოს რომელი ქუდი დარჩა იქ, სადაც იგი არასოდეს ყოფილა?
ევროგაერთიანების თავკაცები გარკვევით და დაუფარავად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ევროგაერთიანების წევრი, თქვენ საიდან მოგაქვთ ეს 10-20 წლინი პერსპექტივა?
იქნებ ისიც არ გსმენიათ, რომ კარგა ხანია ევროგაერთიანების მოსალოდნელ დაშლაზე სერიოზული საუბარი მიდის იმავე ევროგაერთიანებაში?
კინაღამ წამომცდა _ „ნეტარ არიან მორწმუნენი“, მაგრამ, ბატონო რომან, გამახსენდა თქვენი დამოკიდებულება ეკლესიასა და რწმენისადმი და უკან მიმაქვს იგი!
...და ბოლოს, ისევ უკრაინას დავუბრუნდები. წლების განმავლობაში დაშლიგინებდა უკრაინაში მიშა-შეურაცხადი და მისი ჭილყვავი. არცერთხელ, არავის უხსენებია ქართველთა და უკრაინელთა საუკუნეების წინანდელი ურთიერთობების შესახებ. არცერთ მათგანს არ გაუხედია კიევ-პეჩორის სამონასტრო კომპლექსისკენ, რომლის აშენება-მოხატვაში ქართველი ოსტატებიც მონაწილეობდნენ. არაფერი შეგვეშალოს, არა იმიტომ, რომ არავინ იცოდა ამის შესახებ, არა ბატონებო, რწმენა და ტრადიცია კი არ უნდა შეეხსენებინათ უკრაინელთათვის, პირიქით, სწორედ იგი უნდა დაევიწყებინათ, რომ დღევანდელი დღე დადგომოდათ!
ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რაც არ უნდა მოხდეს რუსეთ-უკრაინას შორის _გაივლის წლები (შესაძლოა უფრო მალეც!), გარედან შემოთესლილ ყველა სარეველას მოიცილებენ და ისინი მაინც შერიგდებიან,  რადგან ერთი ძირიდან არიან ამოხეთქილი!
ამიტომ, ქართველებს იმდენი წინდახედულება მაინც უნდა გვქონდეს, რომ სხვისი ჭირისუფლობა, მით უმეტეს, როცა იგი იმ სხვას არ სჭირდება, საკუთარი ქვეყნის საზიანოდ არ ვაქციოთ!

 

დავით ქობალია

P.S. გუშინ, მეტეხის ხიდზე არ გამატარეს მანქანით. ვიკითხე _ რა ხდება-მეთქი?
_ღიმილით, ყურებამდე პირგახეულმა, პატრულის თანამშრომელმა განმანათლა _ 27 ივნისს, აქ დიდი ზეიმი უნდა გაიმართოს და „ევროპის მოედანზე“ სცენას ვაშენებთო!
ვერ მივხვდი, 27 ივნისს რა უნდა გვეზეიმა და ეს კითხვაც რომ მივაყოლე, არც მორიდებია, ისე დამტუქსა ახალგაზრდა პატრულმა _ როგორ არ იცით რა ხდება 27-ში, საქართველო „ევროკავშირთან ასოცირების“ ხელშეკრულებას აწერს ხელს და ამას ვზეიმობთო!.. მითხრა და საწყლად გადმომხედა.
წამსვე მივხვდი ჩემს „გაუნათლებლობას“ და ხმამაღლა გამეცინა.
_რა გაცინებსო _ ხმას აუწია პატრულმა!
_სიხარული მაცინებს, სიხარული-მეთქი!.. ახარხარებულმა დავქოქე მანქანა და სანამ გაბრაზდებოდა და დამაჯარიმებდა, იქაურობას გავეცალე!
სინამდვილეში, ამ დღეებში გაგონილი „ასოცირებული წევრის“ მახვილგონივრული განმარტება გამახსენდა და იმიტომ ავხარხარდი. თქვენც უნდა მოგიყვეთ იგი. მე ცუდს არაფერს ვიტყვი, თქვენ თუ არ გაიფიქრებთ და ამის გამო, მე არ დამძრახოთ:
„ერთ-ერთ პოლიტკლუბში არჩევენ, თუ რას ნიშნავს „ასოცირებული წევრობა“. რა და როგორ არ განმარტეს იგი, მაგრამ, კახელმა მიხომ მაინც რომ ვერაფერი გაიგო, პოლიტგანმანათლებელმა კახურად აუხსნა:
_მიხო, სექსი ხომ იცი, რა არის?
_სექსი როგორ არ ვიცი, მაგრამ აქ რა შუაშიაო! იკითხა გაკვირვებულმა.
_სწორედ რომ შუაშია!
_აბა, როგორ? დაინტერესდა მიხო!
_სექსში, ქალის და კაცის სასქესო ორგანოები (ნამდვილი წევრები) მონაწილეობენ, მაგრამ გარეთ, კარებზე ორი წევრი, მამაკაცის კვერცხები უხათქუნებენ თავს. ისინი შიგნით ვერასოდეს შევლენ, ამიტომ მათ „ასოცირებულ წევრებს“ უწოდებენ!“
...აბა, პატრულს ხომ არ მოვუყვებოდი ამას და ამიტომაც გავეცალე ხარხარით იქაურობას!
ამას რომ წაიკითხავთ, არ ვიცი თქვენ რას იზამთ, მაგრამ „ასოცირებული წევრობის“ ზეიმს ნუ დააკლდებით. საქმის რა გითხრათ, _ „ტაშ-ფანდური“ დიდი ხანია უფასოა საქართველოში!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: