ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

5 ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5 ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

   ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები წელს პირველად, მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც  2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში ჩატარდება. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმითედს (BAT)", ამერიკული განათლების აზერბაიჯანულ ალუმნი ასოციაციას (AAA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დღეს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველად  საქართველოს ორი გამარჯვებული უნივერსიტეტის გუნდი, ბრითიშ ამერიქან ტობაკოს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, სადაც გარდა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებისა, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და სერთიფიკატებით.

   შეჯიბრში ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის დონიდან შერჩეული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

   შეჯიბრის პირველი ეტაპი  საქართველოში გაიმართება და მასში 5 უნივერსიტეტის - თსუ, CU, FU, GAU და IBSU- გუნდები ჩაერთვებიან, მათგან   2 გამარჯვებული გუნდი   ბაქოში გაემგზავრება. სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს გაწიოს ნებისმიერი საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა საჭიროებისამებრ, ხოლო ბრითიშ ამერიქან ტობაკო უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდების გამგზავრებას ბაქოში.

   საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა ასეთი დონის კონკურსში ძალზე მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების შესაძლებლობების გამოვლენას, ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას, გაზრდის მათი მომზადების დონეს და არის მათი პროფესიულ ზრდისა და მომავალი წარმატების გარანტი.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: