ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

კონცერტს შეუერთდება ბრიუსელიდან დაბრუნებული სამთავრობო დელეგაცია

კონცერტს შეუერთდება ბრიუსელიდან დაბრუნებული სამთავრობო დელეგაცია

    27 ივნისს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ჩაიტანს ქართველი ხალხის მთავარ გზავნილს, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს ევროპული გზა არის ჩვენი ურყევი ნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

   ნინო კობახიძემ ასოცირების ხელშეკრულების დღესთან დაკავშირებით თბილისში დაგეგმილ საზეიმო კონცერტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 20:30 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება.

   მისი განმარტებით, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები და ქართული ესტრადის მომღერლები. კონცერტს შეუერთდება ბრიუსელიდან დაბრუნებული სამთავრობო დელეგაცია. მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

   "ჩვენი სურვილია, სრულიად საქართველოსთან ერთად გავიზიაროთ ეს სიხარული, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს ახლავს. ამ დღესთან დაკავშირებით 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მიღებას ბათუმში, რომელზეც დიპლომატიური კორპუსი იქნება მოწვეული", - აღნიშნა ნინო კობახიძემ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: