ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერეს

ცესკოს თავმჯდომარემ და კომისიის მდივანმა შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერეს

   ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად განისაზღვრა, რომ  თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი -  დავით ნარმანია ("ქართული ოცნება", ხმების 46,09 %) და ნიკანორ მელია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხმების 27,97%) მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით კი დედაქალაქის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 "ქართული ოცნება" - 13 მანდატი;

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 7 მანდატი;

 "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 3 მანდატი;

 "დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 2 მანდატი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: