მეორე ტურის წინასწარი მონაცემები
29 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ცნობილია. ცესკოს მონაცემებით 9 ოლქის 14 უბნიდან 8-ზე გამარჯვება მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა.
მარნეულის 57-ე და 25-ე, თეთრიწყაროს 26-ე, დუშეთის 52-ე, ტყიბულის მე-2, ახალქალაქის № 1, ზუგდიდის 32-ე და ქობულეთის 34-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხონის 22-ე და ბათუმის 103-ე საარჩევნო უბნებზე მიიღეს ხმების უმრავლესობა. ტყიბულის მე-5 საარჩევნო უბანზე კი "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატმა გაიმარჯვა.
დუშეთის საარჩევნო ოლქში განმეორებით ჩატარებული არჩევნების მიხედვით, მე-4, მე-6 და 47-ე უბანზე ჟინვალის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა რევაზ მოძმანაშვილმა ხმათა უმრავლესობა მიიღო .
ცსკ-ს მონაცემებით, განმეორებით კენჭისყრაში ამომრჩეველთა 36,63%-მა (5,112) მიიღო მონაწილეობა.